Sunday, October 11, 2015

დღე მეცხრე

  დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა. წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები. ტყუილად ვნერვიულობდი ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნამუშევრები ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. რამდენი რამე გვისწავლიააააა.  
  მართალია ცოტა არ იყოს დავიღალე მარა ეს ყველაფერი მართლა ძალიან, ძალიან  საინტერესო იყო.
  ძალიან დიიდი, დიიდი მადლობა ბატონო დავით.

Saturday, October 3, 2015

დღე მეექვსე


ისევ ბეევრი, ბეევრი სიახლეებიიი

Sunday, September 27, 2015

დღე მეხუთე


ძალიან საინტერესო მაგრამ ძალიან დამღლელიაა                 პროექტი

Saturday, September 19, 2015

დღე მეოთხე
ძალიან ბეევრი სიახლით დატვირთული და საინტერესო იყო დღევანდელი დღე.

Sunday, September 6, 2015

დღე მეორე

პირველი დღისგან განსხვავებით შედარებით ჩამოვყალიბდი, გავერკვიე რა უნდა გავაკეთო ტრენინგის ბოლო დღისათვის. (სერთიფიკატის მოპოვებისათვის)

Saturday, September 5, 2015

ინტელის ტრენინგი დავიწყეეთ

Thursday, February 26, 2015

1. პროექტის სახელწოდება: სივრცული ფიგურები.

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: სივრცული ფიგურების გამოყენება ჩვენს ყოფით ცხოვრებაში, როგორც თანამედროვე ასევე უძველესი შენობა ნაგებობები.

3. პროექტის აქტუალობა: თანამედროვე არქიტექტურაში დიდი როლი აქვს ნაგებობების მრავალფეროვნებას, რომელიც გეომეტრიული ფიგურების შეხამებული ნაზავია. მოსწავლეები აღიქვამენ გეომეტრიულ ფიგურებს ჩვენს გარემოში, სხვა თვალით დაინახავენ მათ მნიშვნელობას.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიგებენ ფიგურების დანიშნულებას, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ მათემატიკისათვის, რომ მათემატიკური გამოთვლებისა და გეომეტრიული ფიგურების გარეშე ბევრად სხვანაირი იქნებოდა სამყარო.

5. მოსწავლეთა ასაკი: V-IX კლასები.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები სწავლობენ მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, წარმოდგენას, მუშაობას, ცოდნის შეძენას, დამუშავებას და გადმოცემას. ფიგურების მოდელების კეთებას ასევე ინტერნეტიდან საჭირო მასალის მოძიებას და პროექტორით წარმოდგენას (ისწავლიან სივრცითი ფიგურების ფართობისა და მოცულობის გამოთვლას).                                     

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, მუყაო,ინტერნეტი,პროექტორი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებად. V კლასის მოსწავლეები აკეთებენ სივრცითი ფიგურების მოდელებს, IX
კლასის მოსწავლეები სწავლობენ გამოთვლებს ფიგურების ფართობის და მოცულობის.
ხოლო ერთ-ერთი ჯგუფი მოიძიებს შენობა- ნაგებობების სურათებს, რომლებშიც ამოიცნობენ გეომეტრიულ ფიგურებს. პრეზენტაციას უკეთებენ ჯგუფები მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს.
მოსწავლეები ბოლოს აკეთებენ საერთო ანალიზს.

10. საგანთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: პროექტში ერთვებიან V და IX კლასის მოსწავლეები.
კლასებს დავალება მიეცემათ შესაბამისი პროგრამის გათვალისწინებით.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ხათუნა როკაშვილი.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatunarokashvili@gmail.com.

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://dabasioni1.blogspot.com/